ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
]გზის რეაბილიტაციისთვის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი გამოყო.