20 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
როგორ აღმოჩნდა ფოთის ბაზარში მეტადონი - პრეპარატის გაყიდვის ბრალდებით 71 წლის ქალია დაკავებული

მეტადონის გაყიდვის ბრალდებით 71 წლის ქალი დააკავეს - ირკვევა, რომ ნათელა ღვინჯილია, წლების განმავლობაში, ფოთის ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მუშაობდა.

ის 14 ივლისს ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც იგი ნარკოლოგიური სამსახურის პარალელურად მუშაობდა.

გამოძიების ვერსიით, ღვინჯილია მეტადონის პროგრამაში ჩართულ პირებს კუთვნილი პრეპარატის დოზებს აკლებდა და ყიდდა. დაკავებულ ქალს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია და ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რატომ ყიდდა ის ნარკოტიკულ ნივთიერებას.

რა დროის განმავლობაში ხდებოდა დანაშაული და იყვნენ თუ არა მასში ჩართული სხვა პირებიც - გამოძიებას, ჯერჯერობით, დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

დღის ამბები