20 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ცირკულაცია 30%-მდე გაიზარდა

საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ახალი ვარიანტის გამო შეიქმნა პედიატრიულ საწოლებთან დაკავშირებით პრობლემა, რომელიც მოგვარებულია. 

"პირდაპირ გეტყვით, რომ დელტა შტამის ცირკულაცია უკვე ასცდა 20%-ს, ჩვენ ვანგარიშობთ 20-დან 30%-ს,  საერთო ცირკულაციაში, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები