"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სამართალდამცველები შევიდნენ და ჩხრეკას ატარებენ გურამ ფალავანდიშვილის საცხოვრებელ სახლსა და ოფისებში.
ჩხრეკა მიმდინარეობს, ასევე, "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაში.
ჩვენივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული კონსტანტინე მორგოშიას საცხოვრებელ სახლშიც.