20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
პომპეის საგანძური საქართველოშია - ექსპოზიციას ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი მასპინძლოს

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში "სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი" პირველი დროებითი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. დამთვალიერებელი საქართველოში პირველად ნახავს ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდს, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის – პომპეის ისტორიას ასახავს. 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ექსპოზიციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით მასპინძლებს.

დამთვალიერებელს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოს ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.

დღის ამბები