19 მაისი 2024,   12:25
ვრცლად
მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ცოლის ძმა და სიდედრი კი მძიმედ დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. 

მოკლული ქალი 27 წლის იყო. 

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ცოლთან დიდი ხნის განქორწინებულია. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია. დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ზუსტდება.

დღის ამბები