09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
"შედეგი უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ" - ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საბერძნეთზე

"რეფერენდუმით ქვეყანამ და მისმა მმართველმა ძალამ კომპრომისის ერთადერთი რეალური გზა გადაჭრეს" - ასე ეხმაურება შედეგების გერმანიის ეკონომიკის მინისტრი.

სამწუხაროს უწოდებს მომხდარს ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრი და ევროგრუპის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საბერძნეთის ეკონომიკის აღსადგენად რთული რეფორმებია საჭირო. რეფერენდუმს გამოეხმაურა ევროკომისიაც.

"პრეზიდენტი იუნკერი დღეს და ხვალ მართავს კონსულტაციებს ევროზონის ლიდერებთან. სამშაბათს ის მიმართავს ევროპარლამენტს", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროზონის ფინანსთა მინისტრები თემის განსახილველად ხვალ, საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები შექმნილ მდგომარეობაზე დღეს პარიზში იმსჯელებენ.

"შედეგი უნდა მივიღოთ და ვაღიაროთ. ბერძენი ხალხის უმრავლესობამ უარყო კრედიტორების წინადადებები. ახლა ბურთი საბერძნეთის მთავრობის მოედანზეა," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. 

 
დღის ამბები