25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 20 ივნისის საქმეზე სამი სამართალდამცველი გამოიკითხა. ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველის განცხადებით, გამოკითხულთაგან ვერც ერთმა ვერ შეძლო ნიკა მელიას საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტის დასახელება. 

"მოწმე არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები. დღევანდელ პროცესზე სამი მათგანი გამოიკითხა, რომლებმაც საერთოდ ნიკა მელიასთან მიმართებაში ვერაფერი ვერ თქვეს. არც ერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია. არც მისი ხმა და არც მისი მოწოდება გაუგიათ," - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობასა და ორგანიზებას ედავება.

დღის ამბები