მკვლელობა და თვითმკვლელობის მცდელობა ბათუმში - ძველი ბულვარის ერთ-ერთ ბარში სიტყვიერმა შელაპარაკებამ დაცვის 60 წლამდე თანამშრომელი იმსხვერპლა. მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ სავარაუდო დამნაშავეს მიაგნო, ის ფანჯრიდან გადახტა.
ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში სუიციდით იმუქრებოდა, რის გამოც სამართალდამცველებს ადგილზე დამცავი ლეიბის მიტანა დასჭირდათ. მოგვიანებით ბრალდებული ძალოვნებმა დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.