09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
საბერძნეთის პრემიერი პუტინის გარდა ანგელა მერკელსაც ესაუბრა

საბერძნეთის სამომავლო გეგმები ამ დრომდე უცნობია. უკვე 7 საათია რაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მართავს შეხვედრას. 

სწორედ შეხვედრის მერე უნდა გაირკვეს, როგორ იმოქმედებს მთავრობა. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვლადიმერ პუტინი ბერძენ ხალხს მხარდამჭერას ჰპირდება. ლიდერებმა განიხილეს რეფერენდუმის შედეგები, თუმცა ფინანსურ დახმარებაზე არ უსაუბრიათ. დღესვე ალექსის ციპრასი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერსაც და შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი ევროზონის ხვალინდელ სამიტზე ახალი წინადადებით წარსდგება. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები