19 მაისი 2024,   21:39
ვრცლად
მოახლოებული შტორმის გამო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცხრილი შეიცვალა

ტოკიოში მოახლოებული შტორმის გამო ოლიმპიადის ცხრილი შეიცვალა. ორგანიზატორებმა ნიჩბოსნების შეჯიბრი ერთი დღით გადმოწიეს, აღნიშნული ღონისძიების შესარჩევი და ნახევარფინალური ღონისძიებები ორშაბათის მაგივრად კვირას გაიმართება. განცხადებას სპორტის ასოციაცია ავრცელებს.

ტროპიკული შტორმი "ნეპარტაკი" იაპონიას უკვე უახლოვდება. ის ძირითადად  ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილს შეეხება. სინოპტიკოსები სტიქიის პიკს სამშაბათისთვის ელოდებიან, ამიტომ ოლიმპიადის ორგანიზატორებს ცხრილის შეცვლა შესაძლოა კიდევ მოუწიოთ.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიური თამაშების ცხრილის შეცვლა ამინდის გამო ხდება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები