09 ოქტომბერი 2024,   02:20
ვრცლად
"ახალ შემოთავაზებას ველით საბერძნეთისგან, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან,“ - ანგელა მერკელი

საბერძნეთისგან ახალი შეთავაზებების მოლოდინშია ევროკავშირი. საფრანგეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადეს, რომ ახალი შეთავაზება ათენის მხრიდან რეალური და დამაჯერებელი უნდა იყოს.

„ჩვენი კარი ისევ ღია რჩება ახალი გადაწყვეტილებებისთვის. ამჟამად ახალ შემოთავაზებას ველით საბერძნეთისგან, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.

რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა ფრანსუა ოლანდსა და ვლადიმერ პუტინს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ ვითარების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

“საბერძნეთის მთავრობამ და ალექსის ციპრასმა უნდა წარმოადგინოს, რეალური და დამაჯერებელი შეთავაზება, რათა მათი ევროზონაში დარჩენის სურვილი მიღწევადი იყოს,” – განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ევროკავშირსა და საბერძნეთს კომპრომისის მოძებნისკენ შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა.

თეთრი სახლის პრეს მდივნის ჯოშ ერნეტსის თქმით, ევროზონაში დასარჩენად ათენი რეფორმების პაკეტს უნდა დათანხმდეს.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები