20 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
100 ათასი გადამზადებული მოქალაქე 10 წელში - განათლების სამინისტროს ამბიციური გეგმები

პროფესიული განათლება და მასში ზრდასრული მოსახლეობის ჩართვა შემდგომი დასაქმებისთვის - ათი წლის განმავლობაში განათლების სისტემა 100 ათასამდე მოქალაქის გადამზადებასა და მათთვის საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიცემას აპირებს.

სამინისტროს პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი გეგმა აქვს - მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში აიღებენ სერტიფიკატს, დასაქმება ევროპაშიც უნდა შეძლონ.

განათლების უწყება პროფესიულის გარდა საერთაშორისო დონეზე სხვა სასწავლებლების დიპლომების აღიარების მიღწევასაც აპირებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასწავლო პროცესში უცხოელი მასწავლებლების ჩართვით. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების უწყებას დღეს დავალებაც მისცა - ევროკავშირში არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, პირველ რიგში, განათლების ინტეგრაცია უნდა მოხდეს.

დღის ამბები