შანაი ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოკითხვები თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღესაც გაგრძელდება.
პროცესი განყოფილებაში გუშინ გვიან ღამით დასრულდა, თუმცა გამოკითხვაზე მყოფებს კომენტარი მედიისთვის არ გაუკეთებიათ.
დღეს სავარაუდოდ გარდაცვლილის ძმა გამოიკითხება და ოჯახს დაზარალებულის სტატუსიც მიენიჭება. პოლიციას ავსტრალიის მოქალაქის მკვლელი, ამ დრომდე არ დაუკავებია. საგამოძიებო უწყებამ სავარაუდო დამნაშავის ფოტო-რობოტი შეადგინა.