19 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ამაყზე ამაყი მამა ვარ დღეს, ამაზე მეტი ბედნიერება ალბათ არც შეიძლება არსებობდეს - ლაშა ტალახაძის მამა

მორიგი ოქრო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე - მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა.

საჩხერეში ტალახაძის სახლში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. "კურიერს" ტალახაძის მშობლებმა ემოციები გაუზიარეს.

"ძალიან ვნერვიულობდით და იყო კიდეც სანერვიულო. ეს იყო ლაშას ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობა, ვინაიდან მთელი 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ლოდინის რეჟიმში იყვნენ. ოლიმპიადის გადადება იყო რთულად გადასატანი მისთვის. ძალიან ამაყი ვარ," - განაცხადა ტალახაძის დედამ.

"ამაყი ვარ და ამაზე მეტი ბედნიერება ალბათ არც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაზე, რომ შენი შვილი ამხელა რეკორდებს ამყარებს, პირველი კაცია, წარმატებულია. ამაყი კი არა, ამაყზე ამაყი მამა ვარ დღეს.

ყველამ ვნახეთ, რომ დღეს უფრო მეტი, 15 კილოთი მეტიც შეეძლო დაემატებინა, მაგრამ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება ოლიმპიადა, ცოტა სანერვიულოც იყო და მსოფლიოზე ალბათ უფრო მეტი დატვირთვით გავა და მჯერა ამას გააკეთებს," - აღნიშნა ტალახაძის მამამ, კობა ტალახაძემ.

 27 წლის ლაშა ტალახაძემ მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა. ტალახაძემ ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა და 2 კილოგრამით მოხსნა თავისივე რეკორდი.

 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები