20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ბელგიის მთავრობის მიერ ნაჩუქარი 86400 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოვიდეს

ბელგიის მთავრობის მიერ ნაჩუქარი 86 400 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა საქართველოში უახლოეს პერიოდში უნდა ჩამოვიდეს.

მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის ბელგიის მთავრობას სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი "ტვიტერზე" წერს, რომ - "პანდემიის რთულ დროს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია".

პრეპარატის ახალი პარტია ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას ხელს შეუწყობს.

დღის ამბები