23 დეკემბერი 2024,   12:06
ვრცლად
"დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი არ იქნება, მაგრამ სავაჭრო, ეკონომიკურ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლოა გაგრძელდეს" -კობახიძე ბიკანტოვზე

ბიკანტოვის განცხადებას თბილისშიუმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ ექნება. მმართველი გუნდის წარმომადგენლის შეფასებით, არსებობს ე.წ წითელი ხაზები, რაც პირველ რიგში, დეოკუპაციასა და დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება. თუმცა, კობახიძე სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთთან დიალოგს შესაძლებლად მიიჩნევს.


"ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასთან, ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან, ამ წითელი ხაზების ფარგლებში ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა. 

ვერ იქნება საუბარი, ცხადია, დიპლომატიურ ურთიერთობებზე და მსგავსი ტიპის ურთიერთობებზე, მაგრამ, რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შესაძლოა გაგრძელდეს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის.

"მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. რუსეთს არასდროს დაუსვამს ტოლობის ნიშანი სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის" - განაცხადა ბიკანტოვმა, რომლის სიტყვებსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე ავრცელებს.

დღის ამბები