სასტიკი მკვლელობა და დაჭრა კასპის რაიონში - სოფელ ახალქალაქში ლუდის საყიდლად ჩასულ სამ მოქალაქეს, ადგილობრივი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სამივე მათგანი დანით დაჭრა.
საქმის ე.წ. ქუჩურ გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მარკეტთან დაწყებული კამათი სოფლის ჩიხში გაგრძელდა. მკვლელმა მძიმე ჭრილობების მიყენება სამი მამაკაცისთვის რამდენიმე წამში მოახერხა. ამის შემდეგ კი, ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი გიორგი გაბოძესგან განსხვავებით გაუმართლათ მის ძმისშვილსა და მეზობელს, რომელთა დაზიანებები სასიკვდილო არ აღმოჩნდა. მკვლელის გაქცევის შემდეგ დაჭრილები კასპის საავადმყოფოში დახმარების მისაღებად საკუთარი ავტომობილით წავიდნენ. გულმკერდში მიყენებული ჭრილობებით 50 წლის მამაკაცი კლინიკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის მამაკაცი, პოლიციამ ცხელ კვალზე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა.