უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო ხდება ღია სივრცეში, ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ამის გარდა მკაცრდება რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლიც
"ღამის კლუბების ფუნქციონირება აკრძალულია როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება.
კვების ობიექტების ფუნქციონირება შეზღუდულია 00:00- 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებას ასევე მკაცრად გაკონტროლდება.
მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზი პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, გამეორების შემთხვევაში კი დაილუქება," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
გიორგი ღიბრაძის თქმით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კოვიდგადატანილი პირები, რომელთაც აქვთ ერთი დოზა ვაქცინა გაკეთებული გათანაბრდებიან ორი დოზით ვაქცინირებულ პირებთან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებული პირებისთვის.