04 მაისი 2024,   09:56
ვრცლად
წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიის ზონიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჩინეთში წყალდიდობაა. სტიქიის ზონიდან 100 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობამ სიჩუანის პროვინცია დააზარალა.

უხვმა ნალექმა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რის შედეგადაც განადგურებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლი. რეგიონში 6 ქალაქია დატბორილი. პროვინციისთვის მიყენებული ზარალი 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები