20 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
პირბადის გამოყენების მაჩვენებლით ვართ 51%-იან ნიშნულზე, 10%-ით მაღალი გვაქვს მობილობა წინა თვეებთან შედარებით - თამარ გაბუნია

როგორ იმოქმედებს გამკაცრებული რეგულაციები კოვიდვითარებაზე, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ  დღის კურიერის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგნოზი ემყარება საერთაშორისო ინსტიტუტების გაზომვებსა და პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც პირბადის 95%-იანი გამოყენება შემთხვევებს 1000 ერთეულით ამცირებს,

"პირბადის გამოყენების მაჩვენებლით ჩვენ დღეს ვართ 51%-იან ნიშნულზე, აპრილი მაისში ვიყავით 75%-ზე და განსხვავებასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა დელტა შტამი თავის როლს თამაშობს, თუმცა პირბადე იქნება ისა საშუალება, რაც მოკლე ხანში, იმოქმედებს, რა თქმა უნდა თუ დაიცავს მოსახლეობა.

მეორე, რაც შეეხება სოციალურ აქტივობებს, დღეს ჩვენ დაახლოებით 10%-ით მაღალი გვაქვს მობილობა ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის უკან და ესეც ქმნის მაღალ და კარგ პირობებს ინფექციის გავრცელებისთვის. ქორწილების და მსგავსი დიდი თავშეყრების შეზღუდვა, ასევე იქნება, ამის პროგნოზული პერიოდი დაახლოებით 2 კვირიანია. აუცილებელია ამ ორივე შეზღუდვის ზუსტად აღსრულება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები