იგეგმება თუ არა ბათუმის ბულვარში, ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული კონცერტების ჩატარება მძიმე ეპიდვითარების პარალელურად - "დღის კურიერის" კითხვაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ არცერთი ღონისძიება რეგულაციების დაცვის გარეშე არ ჩატარდება .
"არცერთი მასობრივი ხასიათის ღონისძიება ბათუმში არ გაიმართება, თუკი წესების მკაცრი დაცვა არ იქნება, როგორიცაა პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და ზოგადად, მოქმედი რეგულაციები, რაც არის თავისი კლასიკური გაგებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი ღონისძიებები აღარ გაიმართება,"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.