"ქართულმა ოცნებამ" დღეს ქალაქ ბოლნისსა და დმანისში მერობის კანდიდატები წარადგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
ბოლნისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დავით შერაზადიშვილი იქნება, ხოლო დმანისის მერობის კანდიდატი კობა მურადაშვილი. ისინი ოფიციალურად ამომრჩევლებს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინეს.
დღევანდელი დღით მარნეულში, ბოლნისში და დმანისში კანდიდატების წარდგენა უკვე დასრულებულია.
თავად კანდიდატებმა კი საზოგადოებას მათი გუნდის წევრები, საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინეს.
კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთონ და დარწმუნებული არიან, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.