16 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
2023 წლისთვის საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები სრულად იქნება წყლით უზრუნველყოფილი - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართულმა ოცნებამ" კახეთის რეგიონში თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატების წარდგენა დაასრულა. უმრავლესობამ რეგიონში ბოლო კანდიდატი საგარეჯოში დაასახელა. მერობისთვის მმართველი პარტიის სახლით ავთანდილ გულიკაშვილი იბრძოლებს. ის ამომრჩეველს საქართველოს პრემიერ მინისტრმა წარუდგინა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას მთავრობის მიერ კახეთის რეგიონში განსახორციელებელ და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

"წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, მათ შორის, საგარეჯოში. განხორციელდა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ეხება გზების მოწესრიგებას, წყლის პროექტს, ვიცი, რომ გამოწვევად რჩება რამდენიმე სოფელში წყლის პრობლემა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და 2-3 წელიწადში დასრულდება ეს პროექტი და 2023 წლისთვის სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყლით საგარეჯო და საგარეჯოს სოფლები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გზა დავაგეთ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათასობით კილომეტრ გზას, რომელიც მანამდე მივიწყებული ჰქონდა წინა ხელისუფლებას და არავის გახსენებია. საკმარისია, აღინიშნოს ის, რომ 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დავაგეთ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები