09 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
"ყველა ჩვენგანი არის პასუხისმგებელი კრიზისზე," - დონალდ ტუსკი საბერძნეთზე

ბრიუსელში საბერძნეთის კრიზისზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, სტრასბურგში ევროკომისიის სხდომა გაიმართა.

არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. დონალტ ტუსკი არ გამორიცხავს ვითარების გაუარესებას და საბერძნეთს წინადადებების დროულად წარდგენისკენ მოუწოდებს.

„ხმამაღლა და გარკვევით უნდა განვაცხადო, რომ დრო იწურება კვირის ბოლოს. ყველა ჩვენგანი არის პასუხისმგებელი კრიზისზე და ყველა ჩვენგანს აქვს დაკისრებული მისი მოგვარების პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის თქმით კი, ვითარების გართულების შემთხვევაში, ევროკომისია განიხილავს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის საკითხსაც.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები