09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
"მოვუწოდებ ევროპელებს საბერძნეთთან შეთანხმების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ,“ - ჰილარი კლინტონი

ევროჯგუფის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ საბერძნეთისთვის დახმარების აღმოსაჩენად ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ამის შესახებ ნათქვამია იერუინ დიისელ-ბლუმის ოფიციალურ განცხადებაში.

მისი თქმით საბერძნეთისგან განაცხადის მიღებისთანავე, ევროპული ინსტიტუტები შეისწავლიან საბერძნეთში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას და წარადგენენ ანგარიშს, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი.

ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე, შედგა ალექსის ციპრასის და ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარი. საბერძნეთის პრემიერმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო.

ობამა იმედოვნებს, მოლაპარაკებები საბერძნეთისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ, წარმატებით დასრულდება.

საბერძნეთში არსებულ მდგომარეობას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი.

„საბერძნეთთან შეთანხმების მიღწევა უმნიშვნელოვანესია და მე მოვუწოდებ ევროპელებს, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთონ,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები