03 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
ევაკუაცია იერუსალიმში - ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა

იერუსალიმში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონებიდან რამდენიმე დასახლების ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, სადაც ადგილობრივების ნაწილი სახლების დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს.

სტიქიის ზონებში ასობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ცეცხლის კერების ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები