03 მაისი 2024,   23:06
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის

გაეროს უშიშროების საბჭო ავღანეთში ახალი, ინკლუზიური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის. საბჭო მიიჩნევს, რომ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტის გზით არის შესაძლებელი.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არც "თალიბანმა" და არც რომელიმე სხვა ჯგუფმა ავღანეთში არ უნდა დაუჭიროს მხარი ტერორისტებს.

"თითოეული პირი ავღანეთში უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს უზრუნველყონ გასასვლელების უსაფრთხოება და დაიცვან ადამიანების სიცოცხლე და საკუთრება. თავდასხმები მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებზე უნდა შეწყდეს. ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ყველა ავღანელი მოქალაქისთვის უნდა იყოს დაცული.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს მოახდინონ ტერორიზმის პრევენცია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ავღანეთი არასდროს აღარ იქნება ტერორიზმის ნიადაგი.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ "თალიბებს" უფლება მისცენ საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგრძელონ საკუთარი სამუშაო ავღანეთში," - განაცხადა აშშ-ს ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა.

​შეგახსენებთ დაჯგუფება "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში "ავღანეთის ისლამური ემირატის" დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა კი თანამდებობიდან გადადგომის და ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

დღის ამბები