07 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
საქართველო მე-4 და ყველაზე რთული ტალღის პიკშია - ჯანდაცვის სისტემის კოლაფისის ასარიდებლად მედიკოსები რეკომენდაციების დაცვას მოითხოვენ

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელ კოლაფსზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ეპიდემიოლოგები.

მედიკოსები თხოვენ თითოეულ მოქალაქეს დაიცვან ელემენტარული წესები, რითაც შესაძლებელი იქნება კოვიდის გავრცელების თავიდან აცილება.

საქართველო მეოთხე და ყველაზე რთული ტალღის პიკშია.

ექიმები იმედოვნებენ, რომ რეგულაციები და მოსახლეობის დამოკიდებულება ვირუსს ეპიდმდგომარეობის უფრო დამძიმების შესაძლებლობას არ მისცემს.

"ვერცერთ ვარიანტში ვერანაირი ჰოსპიტალური სექტორი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს, ამიტომ მინდას ვთხოვო ყველა მოქალაქეს მინიმალურად მაინც დაიცვან რეკომენდაციები," - აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე.

დღის ამბები