"ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატი დავით შერაზადიიშვილი მამხუტის თემში ზემო და ქვემო არქევანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ, რასულ ბახტიაროვთან ერთად შეხვდა.
მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე სხვა რიგ საკითხებთან ერთად კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური დაცვა და ჯანდაცვა იქნება.