შრომის ინსპექციის სამსახურმა წუხელ, "სანსეტ ბათუმი" დალუქა. უწყების ცნობით, ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა.
შრომის ინსპექციის სამსახური საზოგადოებას დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს.