25 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
ზურაბ ზვიადაურის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე საათში გახდება - ბრალდებული ჩემპიონის თავდებობის სია გაფართოვდა

ზურაბ ზვიადაურზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე საათში გახდება - ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის თავდებობის სია გაფართოვდა.

ადვოკატებმა სასამართლოს დამატებითი შუამდგომლობით უკვე მიმართეს. საფუძველი პირველი ინსტანციის არგუმენტი გახდა, რომლის მიხედვით თავდებთა რაოდენობა საკმარისი არ იყო. სამართლებრივ პროცესებს ჯერ არ აფასებს მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახი, ახლობლები პრცესის დასრულებას ელიან.

ყოფილი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ის იძულებითი მოგერიების პროცესში იყო და მას განზრახ დანაშაული არ ჩაუდენია.

წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ამ ეტპაზე ორი მუხლით მიმდინარეობს, ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლეობას ედავებიან, მასთან ერთად იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, რამაც სიცოცოხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია ჯაბა ჯანგირაშვილი.

დღის ამბები