25 აპრილი 2024,   14:21
ვრცლად
კარლოვი-ვარის კინოფესტივალი სამ ქართულ ფილმს მასპინძლობს, სადაც ლევან კოღუაშვილის, ალექსანდრე კობერიძის და სოსო ბლიაძის ნამუშევრებს აჩვენებენ

კარლოვი-ვარის კინოფესტივალი სამ ქართულ ფილმს მასპინძლობს - მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებში, ლევან კოღუაშვილის, ალექსანდრე კობერიძის და სოსო ბლიაძის ნამუშევრებს აჩვენებენ. ფესტივალი კიდევ 5 დღეს გასტანს. ფინალურ ეტაპზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

 მოახერხებენ თუ არა წელს ქართველი რეჟისორები ჟიურის გულის მოგებას მოგვიანებით გავიგებთ, თუმცა ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. 2016 წელს კარლოვი-ვარის მთავარი პრიზის მფლობელი გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" გახდა.

რიგით 55-ე ფესტივალზე წელს სამი ქართული ფილმია წარდგენილი. საკონკურსო სექციაში East of the West Competition სოსო ბლიაძის ფილმი "ოთარის სიკვდილი", რომელიც საქართველო-გერმანია-ლიეტუვას კინოპროდუქციაა. სურათი წლევანდელი კონკურსის მონაწილე 12 ფილმს შორის მოხვდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე 21 აგვისტოს გაიმართა.

დღის ამბები