17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
საბერძნეთი კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის - სტიქიის გამო ათენთან მდებარე ორი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთი კვლავ ტყის ხანძრებს ებრძვის. სტიქიის გამო ათენის მახლობლად მდებარე ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 85 მეხანძრე, ათობით ვერტმფრენი და თვითმფრინავი მონაწილეობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

აგვისტოს დასაწყისიდან საბერძნეთში ხანძრის 500 მეტი კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.

დღის ამბები