25 აპრილი 2024,   01:57
ვრცლად
ვისი ჩვენების საფუძველზე გაირკვა, რომ პანკისელი ახალგაზრდები ISIS-თან თანამშრომლობდნენ - "კურიერმა"  ჯგუფის ლიდერის ჩვენება მოიპოვა

ანტიტერორისტული ოპერაცია პანკისში - სპეცსამსახურებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ბრალდებით, ორ სოფელში დააკავეს.

უსუფ ცათიაშვილი არის მამაკაცი, რომელიც 4-კაციან დაჯგუფებას პანკისის ხეობაში ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდებს ეუბნებოდა რომ სირიაში წაიყვანდა. "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაში დევს ცათიაშვილის სკანდალური ჩვენება, სადაც მამაკაცი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა ჯგუფის ლიდერია, იგივე ემირია და საქართველოში "ისლამურ სახელმწიფოს" წარმოადგენს.

"კურიერის" ინფორმაციით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე გაირკვა რომ პანკისელი ახალგაზრდები მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას.

ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" 5 წევრი, უსუფ ცათიაშვილის ხელმძღვანელობით მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სირიაში ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ, იქამდე კი ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას.

ბრალდებულთა ახლობლები ახალგაზრდების ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ, თუმცა მათი ნაწილი არ უარყოფს, რომ ხეობაში მცხოვრები მოქალაქეები ფორმალურად სხვადასხვა დაჯგუფებაში გაწევრიანებულები ნამდვილად არიან.

დღის ამბები