19 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწყემსის ცხედარი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მწყემსის ცხედარი იპოვეს, როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოდან იყო. მას ნინოწმინდაში ცხვარი ჰყავდა საძოვარზე წაყვანილი. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. 

როგორც შსს-ში განაცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

დღის ამბები