08 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
ქაბულის აეროპორტის მიმართულებით ტერორისტებმა 5 რაკეტა ისროლეს

თავდასხმის მორიგი მცდელობა ქაბულის აეროპორტზე. დღეს დილით ქაბულის აეროპორტის მიმართულებით ტერორისტებმა 5 რაკეტა ისროლეს, რომლის განადგურება შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ შეძლო.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

გუშინ კი ამერიკულმა ძალებმა თვითმკვლელი ტერორისტის ავტომობილი დაბომბეს. ინციდენტის დროს 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ.

დღის ამბები