20 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
სკოლები ის დაწესებულებებია, რომლებიც პირველ რიგში უნდა გაიხსნას და ყველაზე ბოლოს დაიხუროს - UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ჯერ კიდევ უცნობია. სასწავლო პროცესის დაწყებამდე 2 კვირით ადრე საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ხვალ განიხილება.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადმა დელტა ვარიანტმა წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს.

""იუნისეფი" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ერთობლივად მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ გახსნან სკოლები. სკოლები ის დაწესებულებებია, რომლებიც პირველ რიგში უნდა გაიხსნას და ყველაზე ბოლოს დაიხუროს. როცა ყველა სექტორი იხსნება, რატომ უნდა იყოს სკოლები დახურული. ათასობით ბავშვს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. ისინი დისტანციურ რეჟიმში განათლების მიღებას ვერ შეძლებენ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ბავშვებზე და განსხვავებულ მიდგომებზე. ონლაინრეჟიმში კი ვარდება სწავლების ხარისხიც. საფრთხე მოდის მთელი საზოგადოებიდან, ამიტომ საჭიროა ვაქცინაცია. აცრები უნდა წავახალისოთ," - აცხადებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი.

დღის ამბები