23 დეკემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ყინულის ზვავში მოყოლილი 5 ტურისტი ამოიყვანეს - ყაზბეგში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ყაზბეგში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა - "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ დღეს დილით მყინვარწვერზე ყინულის ფერდი ჩამოიშალა.

შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც უცხოელი ტურისტები ოფიციალური ნებართვით გადაადგილდებოდნენ.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 5 მთასვლელი ზვავმა მოიყოლა, მათგან 2 უვნებლად ამოიყვანეს, სამი კი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულები პოლონეთის და უკრაინის მოქალაქეები არიან. 

"ზვავი ზღვის დონიდან დაახლოებით 4 700 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა. იქ 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უკრაინიდან და პოლონეთიდან. ყველა ცოცხალია, ერთი უკრაინელი და ორი პოლონელი დაშავდა, ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ორი ადამიანი უვნებელი ამოვიყვანეთ. დაახლოებით 4-5 გაფრენა განვახორციელეთ მათი ევაკუირებისთვის, სხვებს აღარ ვეძებთ, ყველა მათგანი გამოყვანილია,"- ამბობს ჩვენთან საუბრისას ყაზბეგის სამაშველო გუნდის წევრი მარჩინ ბუენისკი.

"კურიერმა" მოიპოვა ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალაც. 

დღის ამბები