16 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ხალხის ნდობა და მანდატი - პრემიერმა ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე წარადგინა

"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს - მმართველი პარტია იმერეთში იმყოფება და მხარდამჭერებს დღეს კიდევ რამდენიმე ქალაქში წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატებს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა უკვე წარადგინა ბაღდათის მერობის კანდიდატი კახა ენუქიძე.

"ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული მმართველობა და განვითარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა, ნდობა და მანდატი, რომლითაც ვუძღვებით ქვეყნის მართვას. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი, პროგრამები განვახორციელეთ, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების, ინფრასტრუქტურის თუ ზოგადად ეკონომიკის გაძლიერება. კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა.

მთავარი გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ამასთანავე არის, რა თქმა უნდა, სტაბილურობა. ადამიანს უნდა გავუჩინოთ განცდა და რწმენა, რომ ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი,"- განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები