27 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
ხანძარი ყვარელში - ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

ხანძარი ყვარელში - უკვე მეორე დღეა, რაც ჩაგურგურას ხეობაში სახანძრო სამაშველო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. ამის პარალელურად, ხანძრის ზონაში ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას მეხანძრე- მაშველთა ჯგუფები. 

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩაგურგურას ხეობაში ამ დრომდე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, 5 ჰექტარზეა გავრცელებული.

დღის ამბები