ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხანძარი იყო. ბაზრის მოვაჭრეების ინფორმაციით, დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ობიექტი, მათ შორის სასადილო და მეორადი ტანსაცმლის ორი მაღაზია. სავარაუდოდ, საუბარია რამდენიმე ათეული ათასი ლარის ზარალზე.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე შეძლეს, ამ წუთებში კი ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავ ელექტრო სადენებს უკავშირდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.