20 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
შესაძლოა აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს - რას აცხადებს მინისტრი რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე 

ჯანდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების რეკომენდაციას გასცემს - მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.

რეგულაციების შემსუბუქება მოხდება იმ ქალაქებსა თუ რეგიონებში, სადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%, ან უფრო ნაკლები იქნება. ამ მიდგომით, არ არის გამორიცხული, აჭარა იყოს პირველი რეგიონი, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ რეგიონში სტაბილიზაციის დინამიკა მკვეთრად არის გამოხატული, თუმცა ვითარება, რა თქმა უნდა, კვლავ საყურადღებო რჩება.

"სტაბილიზაციის დინამიკა არის მკვეთრად გამოხატული. რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას, რა თქმა უნდა, საყურადღებო ისევ რჩება, ვინაიდან ადგილობრივი შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მზარდი. თუ კი შემზღუდავი ღონისძიებები, რაც სახეზეა, მკაცრად არ იქნა გატარებული და ვაქცინაციის ტემპი თუ არ გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, შეიძლება სიტუაცია გახდეს არასტაბილური და ისევ მერყევი.

ზოგადად, სამედიცინო სისტემის მზაობას რაც შეეხება, ამ ეტაპზე 813 ჰოსპიტალური პაციენტია კლინიკებში, 186 გვყავს ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე,"- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები