საქართველო, მსოფლიოსთან ერთად COVID-19-ის ახალი ტალღის მოლოდინშია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ნოემბრის დასაწყისში უკვე ვირუსის მე-5 შემოტევა დააანონსა. ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარებაზე საუბრობენ, რადგან არავაქცინირებული ადამიანი, შესაძლოა, ძლიერი დარტყმის პირველი სამიზნე გახდეს.
საკმარისი იმუნური ფენის ჩამოყალიბებისთვის ქვეყანაში 3 მილიონ 400 ათასი ვაქცინა უნდა გაკეთდეს. ასეთ შემთხვევში, ვირუსი მეხუთე ტალღა ისეთივე ძლიერი და მტკივნეული ვერ იქნება, როგორც ივლისიდან დღემდე არსებული მდგომარეობაა.
ქვეყნის მასშტაბით კოვიდკლინკებში ჯერ კიდევ მძიმე სურათია. პედიატრიულ განყოფილებებში ათობით ინფიცირებული ბავშვი მშობლებთან ერთად მკურნალობს. არის გარდაცვალების შემთხვევებიც.
გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლების პარალელურად, ბოლო ერთ კვირაში, იკლო დღის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ. საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების ინდიკატორი შემცირებულია. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადობრივი ტრანსპორტის ამუშავებას მხარს უჭერს.
საკოორდინაციო საბჭო არსებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებს ხვალ განსაზღვრავს.