07 სექტემბერი 2026,   08:13
ვრცლად
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 21 პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

ნარკოდანაშაულისთვის სპეცოპერაციისას დაკავებულ 21 პირს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ყველა დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა გასაღების მცდელობაში ედებათ.

მათი ნაწილი ამ დრომდე ჩადენილს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატები პროკურატურისგან საქმის მასალების გადაცემას ელოდებიან.

ცნობილია, რომ საქმეში დევს მთავარი - საკონტროლო შესყიდვების ვიდეო მტკიცებულებები.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

დღის ამბები