ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასაკობრივ ჭრილში მოქალაქეების ავადობასა და ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ცუდი შედეგი გამოიკვეთა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, 60 წელს ზევით ასაკობრივ მოქალაქეებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი იკვეთება.
"ჩვენ გავაკეთეთ არა ერთი ანალიზი იმასთან მიმართებით, თუ როგორია ავადობა მოსახლეობაში ასაკობრივ ჭრილში და ასევე როგორი ვაქცინაცია ასაკობრივ ჭრილში. აქ ცალსახად გამოიკვეთა საკმაოდ ცუდი მაჩვენებლები და ეს გახლავთ შემდეგი, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი გვაქვს 70-80 წელს ზევით მოქალაქეებში. ასევე, ავადობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს 60 წელს ზევით მოქალაქეებში და როდესაც ეს მონაცემები შევადარეთ ვაქცინაციის პროპორციას და ვაქცინირებულ მოქალაქეებში ავადობის მაჩვენებელს და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, გამოიკვეთა რომ ძალიან დაბალია ჩვენი მოქალაქეების აქტივობა 60 წელს ზევით და მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ იმსჯელოს ყველა იმ მნიშვნელოვან აქტივობაზე და იმ მნიშვნელოვან წამახალისებელ ღონისძიებებზე, რომელიც გაააქტიურებს ჩვენი მოქალაქეების იმ ჯგუფს, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი რისკები," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.