ბათუმში, 9 წლის მოზარდის დედა მეზობელს არასრულწლოვანზე ზეწოლასა და ბულინგში ადანაშაულებს, რის გამოც, მისივე მტკიცებით, არასრულწლოვანმა თავის მოკვლა სცადა. 9 წლის მოზარდი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მოზარდის მშობელი ამბობს, რომ მეზობელს მათი გასახლება სურს და ამ მოტივით ბავშვებს ავიწროებს. იგი პოლიციისგან დაცვას ითხოვს და ამბობს, რომ სამმართველოში სწორედ ამ მიზნით მივიდა.
ბრალდების ადრესატი ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვებს მათ წინააღმდეგ იყენებენ.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბრალდების ადრესატი ქალი 115-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.