29 აგვისტო 2026,   15:03
ვრცლად
საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

"სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს.

ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები