წინასაარჩევნო მარათონი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელი კანდიდატები, მათ შორის უკვე წარდგენილებიც მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
ყველა მათგანი ცდილობს პოტენციურ ამომრჩეველს საკუთარი პროგრამების შესახებ მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია.
დღის განმავლობაში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.