03 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა

შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ქვეყნების წვლილს, რომლებმაც ტრანზიტული ჰაბების ფუნქცია შეასრულეს. სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის გამო მწვავედ გააკრიტიკეს.

"ჩვენი დიპლომატების, სამხედრო და დაზვერვის პროფესიონალების მიერ განხორციელებული ევაკუაცია იყო ექსტრაორდინალური მცდელობა ყველაზე რთულ პირობებში. მსურს, მადლიერება გამოვხატო 20-ზე მეტი ქვეყნისადმი, რომლებიც დაგვეხმარნენ ევაკუაციაში. ზოგიერთმა მათგანმა სამსახური გაგვიწია, როგორც ტრანზიტულმა ჰაბმა, ზოგიერთმა მიიღო ავღანელი ევაკუირებული პირები უფრო ხანგრძლივი დროით," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

დღის ამბები